LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: მოსახლეობის 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს

131
ხალხი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა (83%) ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა.

კითხვაზე – ბოლო 12 თვეზე რომ დაფიქრდეთ, თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს გიფიქრიათ თუ არა რომ მიგემართათ ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის, მოქალაქეების 86%-მა  უპასუხა, რომ არ უფიქრია, 12% კი თქვა, რომ უფიქრია მიემართა სპეციალისტისთვის.

„იმ 12%-იდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება, “ – აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვის მიხედვით, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (57%) ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდება.

მოსახლეობის უმრავლესობა (90%) მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა ფარავდეს.

ინფორმაციისთვის: NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით;

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

პოპულალურები