LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ამ ახალ წელს გამოდის –  ნაწილი 2  (ვიდეო)

1759
christam-movies-2

„ფორტუნა“ განაგრძობს წლის ყველაზე რომანტიკული ფილმების მიმოხილვას, რომლებიც სწორედ 2019 წლის მიწურულს და 2020 წლის დასაწყისში გამოდის და შობა-ახალი წლის თემას ეძღვნება.

საშობაო ქარიშახლი (Christmas Rush)

ლესლი სმოლის მიერ გადაღებული საშობაო კომედია, რომლიც სეცნარიც შონ დრაივერს ეკუთვნის. ფილმი ეკრანებზე 28 ნოემბერს გამოდის და მასში მთავარ როლს სონიკა მარტინ-გრინი ასრულებს. ფილმი 4 შვილის დედის ისტორიას გვიყვება, რომელიც რადიო წამყვანად მუშაობს და მოულოდნელად სამსახურს კარგავს. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მას ბევრი სიურპრიზი ელის.

 

შობის პრინცი, სამეფო ბავშვი (A Christmas Prince: The Royal Baby)

ჯონ შულცის რომანტიკული კომედია პრინცისა და პრინცესას ისტორიას გვიყვება, რომელთა პირველი ვაჟი შობამდე უნდა დაიბადოს, რათა ერთა შორის 600 წლიანი შუღლი დაასრულოს.

ცივი გული 2 (Frozen 2)

,,დისნეის” ოსკაროსანი ანიმაციური ფილმი ელზას თაგადასავლით, ეკრანებზე ნოემბერში ბრუნდება. ელზას ისევ იდინა მენზელი, ხოლო პრინცესა ანას, კრისტინ ბელი ახმოვანებენ.

7 თევზის დღესასწაული (Feast of the Seven Fishes)

რობერტ ტინელის კომედია დიდი იტალიური ოჯახის შესახებ გვიყვება.

შავი შობა (Black Christmas)

ეს გახლავთ ფილმი ჰორორის მოყვარულებისთვის საშობაო თემატიკით. „შავი შობა“ 1974 წელს გადაღებული პოპულარული ფილმის რიმეიკია.

5 საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ახალ წელს გამოდის (ვიდეო)

5 საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ახალ წელს გამოდის (ვიდეო)

სულ მალე დეკემბერია, ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია საშობაო განწყობის წინასწარ შექმნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები