ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თუმცა, ამჟამად არსებული მონაცემებით (13:00 სთ-ის მონაცემი), ოპოზიციის კანდიდატები ქუთაისსა და ბათუმში ლიდერობენ.
მიღებული ხმები კანდიდატებზე ასე გადანაწილდა:
თბილისი (დათვლილია უბნების 41.61%)
კახა კალაძე -“ქართული ოცნება” – 45.31%
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობა” – 34.21%
ბათუმი (დათვლილია უბნების 32.38%)
გიორგი კირთაძე – “ნაციონალური მოძრაობა” – 42.38%
არჩილ ჩიქოვანი – “ქართული ოცნება”– 41,23%.
რუსთავი (დათვლილია უბნების 47.73%)
დავით კირკიტაძე – “ნაციონალური მოძრაობა” – 44.67%
ნინო ლაცაბიძე – “ქართული ოცნება”– 43,91%
ქუთაისი (დათვლილია უბნების 41.13%)
ხატია დეკანოიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 43.88%
იოსებ ხახალეიშვილი – “ქართული ოცნება” – 41.42%
ფოთი (დათვლილია უბნების 54.55%)
გიგი უგულავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 36.97%
ბექა ვაჭარაძე – “ქართული ოცნება” – 48.11%
ცესკოს განახლებად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე