LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის ჯენიფერ ლოპესმა ვერსაჩეს ჩვენება იმ კაბით დახურა, რომელიც 20 წლის წინ ეცვა [ფოტო, ვიდეო]

7992
versace-jlo-1-vogue-int-20sep19-getty

50 წლის ჯენიფერ ლოპესმა ვერსაჩეს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება დახურა და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

მილანის მოდის კვირეულზე დონატელა ვერსაჩემ ახალი კოლექცია ჯუნგლების პრინტიან კაბას მიუძღვნა, რომელიც ჯეი ლომ 2 000 წელს გრემის დაჯილდოებაზე ჩაიცვა. მაშინ, მომღერლის კაბამ ძალიან ბევრი ადამიანისა და დიზაინერების მოწონება დაიმსახურა და ის საკმაოდ ცნობილ კაბად იქცა.

ცნობილი ფაქტია, რომ გრემის დაჯილდოების შემდეგ, გუგლში უამრავი ადამიანი ეძებდა: “J.Lo wearing that dress” სწორედ ამიტომ გუგლმა სურათის ძებნის ფუნქცია (Google Image Search) შექმნა. ეს კაბა დონატელას ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ჰიტი იყო, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები