LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“6 კაცი მისდევდა და მოკლეს, რა უნდა დავუმტკიცო…მტკიცებულებები გზაშია”- მირიან ნიკოლაძე

1768
BeFunky-collage (3)

“როგორც კი იმას დავინახავ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით არ წავა სასამართლოში, გეუბნებით, რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდება”- ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიებას აძლევს დროს, რომ სხვა ვერსიები გამოირიცხოს.

“მე არ მაქვს იმის შიში, აი, რითი უნდა დავუმტკიცოთ. ექვსი კაცი მისდევდა ბავშვს მოსაკლავად და მოკლეს, რა უნდა დავუმტკიცო, კამერა ხომ არ იდგებოდა არაგვის ბურჯზე, ქვემოთ სიბნელეში…

ბრალდებულების ადვოკატები რას იტყვიან, ეს მათი ტაქტიკაა. მტკიცებულებები ასე ვთქვათ, გზაშია… ექვსივე პირი უნდა მიეცეს 109-ე მუხლით პასუხისმგებლობაში.

მე ის ხალხი, რომლებიც რაღაც ვერსიებს მთავაზობს, ისინი რომლებზეც თამუნა იყო გაღიზიანებული და ვისზეც დაწერა, ისინი მე მოსამართლის სკამზე არ დამხვდებიან. იმათ არ ენაღვლებათ. 24 საათიან რეჟიმში მიდის მუშაობა.”- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიმართ მისი განწყობები ნეგატიურია, თუმცა უშუალოდ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ გამოძიება სწორად მიდის.

“მომკალით და ამ საქმეში, არ მაქვს განცდა, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, იმიტომ რომ მე ვუყურებ სამუშაო პროცესს. თუ ვიღაცას ამის მცდელობა ჰქონდა, შედეგს ხომ უნდა დაეტყოს,”- დასძინა ნიკოლაძემ.

ანა გაბეჩავა გამოკითხვის შემდეგ: “კითხვები არ დასმულა, ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს”

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g