LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 წელია, რუსთაველის თეატრში ვმუშაობ და იმ დღეს მივხვდი, რომ ბატონ კახისთან ერთად ფოტო არ მქონდა“

1453
kaxi-kavsadze

ახალგაზრდა მსახიობმა, ლაშა ჯუხარაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელიც რუსთაველის თეატრშია გადაღებული. ფოტოზე ის კახი კავსაძესთან ერთად არის გაგადაღებული.

ლაშას ვთხოვეთ უფრო მეტი მოეყოლა იმ ფოტოს შესახებ, რომელსაც უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ლაშა ჯუხარაშვილი:

რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრში ბატონი კახი კავსაძე იყო მოსული. მის საგრიმიოროში ვიყავით. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა. ჰყვებოდა „კავკასიური ცარცის წრის“ გასტროლის შესახებ…

მოკლედ, მასთან საგრიმიოროში ძალიან დასამახსოვრებელი რამდენიმე საათი გავატარეთ. იმ დღს მივხვდი, რომ 6 წელია, რუსთაველის თეატრში ვმუშაობ და ბატონ კახისთან ერთი ფოტოც კი არ მქონდა გადაღებული. ვთხოვე, ფოტო გადავიღოთ-მეთქი. მითხრა, შენ თმები აიჩეჩეო და მე სად მაქვს ასაჩეჩი თმაო, ამიტომ ქუდი დაიხურა.

როგორ გრძნობს თავს?

გადასარევად, ახალგაზრდა ბიჭად ვგრძნობ თავსო, ასე გვითხრა. კარი გავუღეთ და არ მინდა, თვითონ გავაღებო, ასე გვიპასუხა (იცინის). ძალიან მოსწონს ის ტენდენცია, რომ რუსთაველის თეატრს ახალგაზრდა მაყურებელი შეემატა. ხშირად დადიან და ეს აღნიშნა, თუმცა ისიც გვითხრა, რატომ არ ვარ თქვენხელაო…

მოკლედ, ისტორიული ფოტო გადაგიღია…

ჩემთვის ნამდვილად ისტორიულია. ეს სახეც მეტყობა, ბედნიერი ბავშვის გამომეტყველება მაქვს, ძალიან გახარებული ვარ (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები