LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლიანი პაუზის შემდეგ ევა მენდესი კინოში ბრუნდება

377
evamedes201019

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ევა მენდესი კინოს უბრუნდება. უფროსი ქალიშვილის, ესმერალდას დაბადების შემდეგ, მსახიობმა კარიერაში პაუზა აიღო და დრო მთლინად ოჯახს დაუთმო. ახლა მას ორი ქალიშვილი ჰყავს, აქედან უმცროსი, 4 წლისაა. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში მენდესი ამბობს, რომ კინოში დასაბრუნებლად მზადაა. ამის შესახებ მენდესმა გამოცემა Sydney Morning Herald-თან ისაუბრა. მისი ბოლო ფილმია „როგორ დავიჭიროთ მონსტრი“,  რომლის რეჟისორიც მისი მეუღლე, რაიან გოსლინგია.

ინტერვიუში მენდესი ამბობს, რომ ქალიშვილებს დიდი დრო და ენერგია სჭირდებათ, ამიტომ მან თავი გადადო და კინოში პაუზა აიღო. ის დასძენს, რომ ახლა გოგონები წამოიზარდნენ და დაბრუნების დროც მოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები