ოპერაციის შემდეგ 60 წლის მელანი გრიფიტი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. 90-იანი წლების ვარსკვლავმა ცხვირის პლასტიკა და ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ გაიკეთა, რაც ექიმებმა მსახიობის სახეზე წარმონაქმნს საეჭვო უწოდეს. მელანი ავსტრიას სტუმრობდა, სადაც ვენის ოპერაში დაგეგმილ საღამოს დაესწრო. მსახიობი ოპერაში შავი ბეწვის ქურქით გამოჩნდა, ის გარეგნულადაც შეცვლილია და მისი ცნობა სულ უფრო რთული ხდება.

საინტერესოა, რომ მსგავსი ოპერაცია გრიფიტმა ჯერ კიდევ 2009 წელს გაიკეთა. ახალი ქირურგიული პლასტიკა კი სავარაუდოდ, 5 თვის წინ გაკეთდა და ნაიარევი მსახიობს ისევ ეტყობა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები