LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ

96
1bcfbd07454f9ec45d6daa888b9a8a71-Generic

65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ.  აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 22 მარტს გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ.”-განაცხადა ტიკარაძემ.

65 და 75 წელს ზემოთ პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა ჩამოვიდა

“პირადად მე ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს, ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს” – ეკატერინე ტიკარაძე

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს შეუძლიათ ბმულზე.

საქართველოში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g