LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ვაქცინები, რომლებიც იყვნენ შექმნილი „უჰანური“ შტამის წინააღმდეგ, შესაძლოა „ომიკრონი“ შტამის შესაჩერებლად ვერ იმუშაონ: გიორგი ფხაკაძე

2159
გიორგი-ფხაკაძე131

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც იყვნენ შექმნილი, შესაძლოა „ომიკრონი“ შტამის შესაჩერებლად ვერ იმუშაონ. მისივე განმარტებით, დეტალური ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით 2 კვირაში გახდება ცნობილი.

ფხაკაძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური, სავარაუდოდ, „ფაიზერ/ბიონტეკი“ და „მოდერნას“ ვაქცინები იქნება.

ფხაკაძე საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ და „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს.

✅გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

✅ აჯიოტაჯია საფონდო ბირჯებზე.
✅ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით.
✅ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%❗️
✅სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს ?
✅ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.
✅სად არის გავრცელებული ახალი ვარისნტი:
? სამხრეთ აფრიკა ??
?ბოტსვანა ??
?ნამიბია ??
?ბელგია ??
?ლესოტო ??
?ესვატინი ??
?ზიმბაბვე ??
?ჰონგკონგში (ჩინეთი) ??/??
?ისრაელი ??
✅რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
?ძალიან სწრაფად ვრცელდება❗️
?შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში❗️
?არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი. შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში. სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჯამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.
✅რა უნდა ქნას საქართველოს ?? მთავრობამ ახლა. დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: შეერთებული შტატები ??, დიდი ბრიტანეთი ??, იაპონიამ ??, და ჰოლანდიამ ??. სინგაპური ??, იტალია ??, საფრანგეთი ?? და ისრაელი ?? ასევე გააწითლეს მოზამბიკი ??.
✅დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:
?ნამიბიიდან ??
?ლესოტოდან ??
?ესვატინიდან ??
?ზიმბაბვედან ??
?ბოტსვანადან ??
?მოზამბიკიდან ??
? სამხრეთ აფრიკიდან ??
?ჰონგკონგიდან (ჩინეთი) ??/??
✅რა უნდა გააკეტოთ თქვენ:
?მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები❗️
?დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით, არ გადადოთ❗️
✅ჯანმრთელობას გისურვებთ …“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები