LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ოქტომბერს „ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში” „გრემის“ ნომინანტი მსოფლიო ტენორი, ჯოზეფ კალეია კონცერტს გამართავს

522
page

„ქოვენთ-გარდენისა“ და „მეტროპოლიტენ ოპერის“ შემდეგ მსოფლიო ტენორი, ჯოზეფ კალეია  საქართველოში ჩამოდის და  „თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის“ სცენაზე, 7 ოქტომბერს კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი მეცო-სოპრანო, ირინა შერაზადიშვილიც. დაუკრავს „ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის“ ორკესტრი, დირიჟორი – სერგეი სმბატიანი. საღამოზე შესრულდება ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ჟიულ მასნეს, კამილ სენ-სანსის, ფრანჩესკო ჩილეას, რუჯერო ლეონკავალოს, ალექსეი შორის, პაბლო სოროზაბალისა და ლუიჯი კატალანის ნაწარმოებები.

რაც შეეხება თავად „მალტის ოქროს ხმას“ და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტენორის:

„დღეს მოქმედ მხოლოდ ერთ ტენორს აქვს ის თაფლივით ხმა და ისეთი მომხიბვლელი სტილი, რომელიც შეგვიძლია პავაროტის და ჯილის შევადაროთ“, „კოვენ-გარდენს საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავება თუ მოუნდება, უბრალოდ სადენები უნდა მიუერთოს მას. Მის ხმას ათასობით ნათურის ანთება შეუძლია“,– ასე აფასებენ ჯოზეფ კალეას უცხოური გამოცემები, New Yorker და Independent

მის სავიზიტო როლებად მიიჩნევა კარავადოსის პარტია პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ და რუდოლფოს პარტია ოპერაში „ბოჰემა“. თუმცა კალეია ასევე ასრულებს ისეთ როლებს, როგორებიცაა დონ ხოსე ოპერაში „კარმენი“, ალფრედო „ტრავიატაში“ და მღერის ისეთ სცენებზე, როგორებიცაა პარიზისა და ბერლინის ოპერები, „მეტროპოლიტენ ოპერა“, „კოვენ-გარდენი“.

ალფრედოს პარტიამ „ტრავიატაში“ კალეიას პირველი „გრემის“ ნომინაცია მოუტანა. 2014 წელს კი ტენორის დებიუტი ჰოლივუდშიც შედგა. მან ხოაკინ ფენიქსთან და მარიონ კოტიართან ერთად ითამაშა ფილმში  „იმიგრანტი“, სადაც კალეია ლეგენდარული ენრიკო კარუზოს როლს ასრულებს.

პოპულალურები