LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

73 წელი ერთად – დედოფალსა და პრინც ფილიპს ქორწინების იუბილე აქვთ

97
filipelizbet

73 წლის წინ დედოფალი ელისაბეტი და ედინბურგის პრინცი ფილიპი ოფიციალურად დაქორწინდნენ. წელს მეუღლეებმა ქორწინების იუბილე ბუკინგემის სასახლეში აღნიშნეს. სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც დედოფალი და პრინცი ფილიპი სავარძელზე სხედან და მისალოც ბარათებს ათვალიერებენ. მათ ხელში უჭირავთ ალბომი, რომელიც სპეციალურად მათთვის შვილთაშვილებმა, პრინცმა ჯორჯმა და პრინცესა შარლოტამ შექმნეს.

ახალ ფოტოზე დედოფალი „სტიუვარტ პარვინის“ კაბაშია გამოწყობილი, გულზე კი უძვირფასესი, ბრილიანტებით გაფორმებული ბროში უკეთია. ეს ბროში მას დედამ ქორწინებამდე ერთი წლით ადრე, 1946 წელს აჩუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები