LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

192
56

“8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისსშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც.” – ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში 8 თებერვლიდან ამოქმედდება როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.

8 თებერვლიდან, ასევე სრულად ამოქედდება ბაზრობები.

15 თებერვლიდან კი, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილსიში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ბავშვები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.

ასევე 15 თებერვლიდან, კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.

შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო თამამად შემსუბუქდება შეზღუდვები, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება თითოეულ მოქალაქეს, რადგან შეზღუდვების არაგონივრული და არაფრთხილი მოხსნა, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების ხელახლა დაწესებისთვის.

“შესაბამისად, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, წესების გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. მაგალითად, როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს.” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g