ამერიკული კინოს ლეგენდა დასტინ ჰოფმანი პაპარაცებმა ამჯერად ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როდესაც ის მეუღლესთან ერთად ვახშამზე მიემართებოდა. 82 წლის ვეტერანი მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა პიჯაკსა და ჯინსებში. ასევე აკადემიური იყო მსახიობის 65 წლის მეუღლე ლიზა. დასტინ ჰოფმანი მედიას არ წყალობს ხშირი გამოჩენით, ამდენად მისი ახალი პაპარაცული ფოტოები დღეს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდზე მოხვდა.

რაც შეეხება მის  როლებს, 82 წლის მსახიობის ბოლო ნამუშევარია დეტექტივი „ლაბირინთებში“, რომელიც კერანებზე 2019 წელს გამოვიდა. ამჯერად კი ჰოფმანი ახალი პროექტითაა დაკავებული, As Sick as They Made Us, ასე ქვია ახალ რომანტიკულ მელოდრამას, რომელიც ეკრანებზე სავარაუდოდ, 2020 წელს გამოვა.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05