იტალიური კინოს ლეგენდა, 84 წლის მეგავარსკვლავი სოფი ლორენი პაუზის შემდეგ ისევ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსახიობი ლონდონის ოლდვიჩის თეატრში საპატიო სტუმრის ამპლუაში გამოცხადდა, სადაც მან ჯონათან როსის მიერ დასმულ შეკითხვებს გულახდილად უპასუხა.

სპეციალურად ამ მნიშვნელოვანი ინტერვიუსთვის 84 წლის სოფია ლორენი თეთრი ფერის ანსამბლში გამოჩნდა. თეთრ ბლუზს მან შარვალი და შავი ფერის ბეწვის ქურქი შეუხამა. როგორც ყოველთვის, ის ამჯერადაც გლამურულად გამოიყურებოდა.

ინტერვიუზე მისულ ლორენს თეატრთან უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ის სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩასთან თეთრი ლიმუზინით მივიდა და შენობაში დაცვის თანხლებით შევიდა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები