LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფი ლორენმა ჩემ მიმართ უშუალო და თბილი დამოკიდებულება გამოავლინა, ყველაზე მეტად იტალიური გადაცემების ყურება გვიყვარდა ერთად“ – რას ჰყვება სოფი ლორენის ქართველი სარძლო

369
BeFunky-collage (1)

სოფი ლორენის ქართველმა სარძლომ მარიამ შარმანაშვილმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მარიამმა აღნიშნა, ლეგენდარულმა სოფი ლორენმა მის მიმართ საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გამოავლინა.

„ზოგადად ლეგენდებზე ისეთი წარმოდგენები გვაქვს ხოლმე, რომ შეიძლება დიდი დისტანციით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ჩემ მიმართ უშუალო და თბილი დამოკიდებულება გამოავლინა…დავახლოვდით. ჟენევაში მომიწია 2 თვე ცხოვრება და ხშირად გვიწევდა ხოლმე მასთან ვიზიტი, ყველაზე მეტად იტალიური გადაცემების ყურება გვიყვარდა ერთად, იტალიური არ ვიცი და სიტყვებს შიგადაშიგ მასწავლიდა,“ – აღნიშნა მარიამ შარმანაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები