LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9/11 – დღეს ტერაქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

133

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 16 წელი გავიდა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმების შედეგად დაღუპულებს იხსნებენ.

ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის მემორიალთან, სამგლოვიარო ღონისძიება გაიმრთება. ცერემონიის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგებენ პატივს.

პირველი წუთიერი დუმილი 08:46 საათზე – 16 წლის წინ სწორედ ამ დროს პირველი გატაცებული თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს შეეჯახა. მეორე წუთიერი დუმილი 09:03 საათზე  – მეორე თვითმფრინავი სამხრეთის ცათამბჯენს შეეჯახა. 09:37 საათზე – ამ დროს მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დაეჯახა; 09:59 საათზე – ცატამბჯენის ჩამონგრევის დროს; 10:03 საათზე – შენკსვილში მეოთხე თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს და 10:28 საათზე – მეორე ცათამბჯენის ჩამონგრევის მომენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები