LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ჯადოსნური კოტეჯი საქართველოში, სადაც ახალ წელს საყვარელ ადამიანებთან ერთად, დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად შეხვდებით

2087
264024088-637159517646032-2388249460611917108-n

დეკემბრის დადგომასთან ერთად, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოში, საქართველოშიც საახალწლო სამზადისი იწყება. ჩვენს ქვეყანაში ახალი წელი განსაკუთრებულად უყვართ და მას დიდი, თუ პატარა – ყველა მოუთმენლად ელის.

მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ხვდება. პანდემიის ფონზე, მით უფრო აქტუალურია ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრება: დიდი ალბათობით, ჩვენ – ყველა ერთი და იმავეს, პანდემიის დასრულებას ვინატრებთ…

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე მას განსხვავებულად აღნიშნავს. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, სად გაატაროთ და ჩვენი ქვეყნის რომელ ნაწილში შეხვდეთ ახალ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ, 9 მცირე ზომის კოტეჯს გირჩევთ, რომლებიც რამდენიმე დამსვენებელზეა გათვლილი და შეძლებთ, დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად შეხვდეთ 2022 წელს.

კოტეჯი „აქვე“

პანდემიის პერიოდში, საქართველოში, თბილისთან ახლოს, კიდევ ერთი ახალი განთავსების ობიექტი გამოჩნდა. „აქვე“ მდებარეობს სიონში, თბილისიდან 60 კმ-ს სავალზე. კოტეჯში დაგხვდებათ: ელექროტროენერგია, წყალი, გაზი, შიგნით სააბაზანო, ბუხარი, ბარის ტიპის სამზარეული, მაცივარი, გაზქურა, მაგიდა და სკამები. რაც შეეხება საძინებელს, მასში 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ კოტეჯმა ფუნქციონირებმა და სტუმრების მიღება მიმდინარე წლის 22 მაისიდან დაიწყო.

„ნორვუდი“

თუ ფინეთში მოგზაურობას გეგმავთ და ამას ჩაკეტილი საზღვრების გამო, ჯერჯერობით, ვერ ახერხებთ – შეგიძლიათ „ნორვუდს“ ეწვიოთ. ეს არის ძველი ხის ფინური კოტეჯი. ის ნორიოში, დუშეთის რაიონში, თბილისიდან 30 წუთის მანძილზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ რაიმე ღონისძიება, ან უბრალოდ ესტუმროთ დასვენებისა და განტვირთვისთვის. კოტეჯს აქვს ლამაზად მოწყობილი ეზო და ირგვლივ, ბუნების  ხედები აკრავს.

„სახლი ტბასთან“

მაშინ, როცა სრულიად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, კორონავირუსის პანდემია უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული, ნიკო წივილაშვილმა გადაწყვიტა, თბილისში სახლი გაეყიდა და სიონში საკუთარი ბიზნესი დაეწყო. სწორედ ასე გაჩნდა სიონის ტბის პირას დასასვენებელი კოტეჯი -„სახლი ტბასთან“, რომელმაც ფუნქციონირება 2020 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ტურისტული კოტეჯი ტბის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. სახლი გათვლილია 2 ან 3 ადამიანზე. საძინებელში მეორე სართულზე თავსდება 2 ადამიანი, მისაღებში დივანზე კი -1  ადამიანი. სველი წერტილები სახლშივეა, გასათბობად კი გამოიყენება ლამაზი შეშის ღუმელი.

„სპილოს ოჯახი“

ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ხის კოტეჯები – ,,სპილოს ოჯახი“ მდებარეობს. კოტეჯები შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დგას ნაძვნარში. თითოეული კოტეჯი აღჭურვილია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა ნივთით. აქ დაგხვდებათ სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და სასიამოვნო გარემო. შეგიძლიათ ესტუმროთ წელიწადის ნებისმიერ დროს.

„ტკბილი სოფელი“

ის იმერეთში, პრომეთეს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კოტეჯები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. კოტეჯში არის კონდიციონერი, ცხელი და ცივი წყალი და აბაზანა. „იმერეთში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად, დაბადების დღის გადასახდელად ან უბრალოდ განსატვირთად მყუდრო ადგილის მოძებნას თუ  გადაწყვეთ, ჩვენს ტკბილი სოფლის კოტეჯებში უნდა მოინახულო. ჩვენ გთავაზობთ: კოტეჯის ტიპის სასტუმრო მომსახურეობას, უგემრიელეს იმერულ სამზარეულოს“, – აცხადებენ „ტკბილ სოფელში“.

„ზეკარის ფანჯარა“

კოტეჯი ქუთაისიდან 78 კმ მანძილზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ველურ ბუნებაში დასვენების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, დღისით იხეტიალონ და დატკბნენ ბუნების ხედებით, ღამე კი – ცაზე მილიონობით ვარსკვლავის ცქერით. კოტეჯის მფლებელებს ჰყავთ 100-მდე ცხენი. შესაძლებელია მთაში ცხენით ჯირითი. ,,ზეკარის ფანჯარა’’ შესაძლებლობას აძლევს მოგზაურებს, აღმოაჩინონ ტრადიციული საქართველო თავისი კერძებით, ალკოჰოლითა და ადგილობრივების სტუმარმასპინძლობით.

კოტეჯი „ბრილი“

ის მაღალმთიანი რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელ ღებში მდებარეობს. კოტეჯს გარს აკრავს მთების ულამაზესი ხედები და მასში, 5-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ კომფორტისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ნივთი. კოტეჯს აქვს ლამაზი გამწვანებული ეზოც, სადაც სიმშვიდეში დასვენებას შეძლებთ.

Woodhide

მაჭახელას ხეობაში განსხვავებული დიზაინის კოტეჯები დამსვენებლებს ელის. Woodhide – ასე ჰქვია კოტეჯებს, რომლებიც აჭარის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში მდებარეობს. კოტეჯებს ორიგინალური დიზაინი აქვს, ულამაზესი ბუნება აკრავს გარშემო და დასვენებისთვის კომფორტის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

„გლემპინგ თაგო“

25 წლის, საქართველოზე შეყვარებულმა ბელგიელმა ბიჭმა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, თაგოს მთაზე ბიზნესი წამოიწყო და იქ „გლემპინგ თაგო“ მოაწყო. „გლემპინგ თაგო“ აერთიანებს 7 ლოტუსის კარავს, კემპინგის კარვებს, კემპინგის ზონას, გლემპინგ სივრცეს და რესტორან „იურტას“, ასევე აბაზანის სახლს. აღსანიშნავია, რომ „გლემპინგ თაგო“-მ პირველი სტუმრები მიმდინარე წლის 21 ივნისს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g