90-იანი წლების ვარსკვლავი, ბრიჯიტ ფონდა, რომელიც ლეგენდარული პიტერ ფონდას ქალიშვილია, ბოლოს საჯაროდ 2009 წელს გამოჩნდა. მაშინ ის მეუღლესთან ერთად, კინოპრემიერას დაესწრო და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ოფიციალურად სამსახიობო კარიერაზე მან უარი 2002 წელს თქვა, არადა ამ პერიოდში ის პოპულარობის პიკზე იმყოფებოდა.
საზოგადოება შოკში ჩააგდო ბრიჯიტ ფონდას ფოტოებმა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის პირველად გადაიღეს ფოტოგრაფებმა. 58 წლის მსახიობი რადიკალურად არის შეცვლილი. ის იმდენად მომატებულია წონაში, რომ შესაძლოა, მისი ცნობაც კი გაგიძნელდეთ.
შეგახსენებთ ბრიჯიტის ყველაზე ცნობილი ფილმებია „ნათლიმამა“, „ჯეკი ბრაუნი“ და „მარტოხელა თეთრი ქალი“.