LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეისტორიული კლდის ფერწერა პირველი მხატვრებისგან: კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა კოლუმბიაში

374
FORTUNA.GE- (5)

კოლუმბიის გაუვალი, ტროპიკული ტყეები და 12-მეტრიანი კლდის უზარმაზარ სივრცეზე შესრულებული ათიათასობით ნახატი – ეს პერფორმანსი არ გეგონოთ, არც ტურისტების მოსაზიდად შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, ბუნებრივი სააგამოფენო სივრცეა, რომელიც პირველმა ადამიანებმა დაგვიტოვეს, თითქმის 12 500 წლის წინ.

 

 

პრეისტორიული ეპოქის ბინადარი პირველი მხატვრები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ის პრიმიტიული გამოსახულებები, რომლებსაც მარტივი კომუნიკაციისთვის ქმნიდნენ, უდიდეს სიხარულს და გაოცებას გამოიწვევდა მეცნიერებში და კიდევ ერთხელ ათქმევინებდა, რომ ხელოვნების ეს დარგი 12 500 წელზე მეტს ითვლის.

 

 

მღვიმეებში შესრულებულ პრეისტორიული ხელოვნების ნიმუშებს, სულ მალე კიდევ ერთი დაემატება და სავარაუდოდ, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარული ადამიანებისთვის გამორჩეულ ატრაქციადაც იქცევა.

გეომეტრიული ფორმები, ხელჩაკიდებული ადამიანების ცეკვა და ხელის ანაბეჭდები, ფრინველები, კუ, ხვლიკი, თევზები და ცხოველები, რომლებიც 12 500 წლის წინ გაუჩინარდნენ, მათ შორის სპილოს პრეისტორიული ნათესავი, რომელიც 12 000 წლის წინ გადაშენდა – წინასწარი ვარაუდით, მკვლევარები შესრულებული ნახატის ასაკს სწორედ აქედან გამომდინარე ასახელებენ.

არქეოლოგებმა, ასევე, აღმოაჩინეს წითელი ფერის ქვის ნატეხი, რომელსაც სახატავ მასალად იყენებდნენ.

 

 

მკვლევარები ახლა უკვე თავისუფლად გააგრძლებენ აღმოჩენილი კლდის მხატვრობის შესწავლას. მას შემდეგ, რაც FARC პარტიზანებსა და კოლუმბიის მთავრობას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა და დასრულდა 50-წლიანი სამოქალაქო ომი, არქეოლოგებს შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის შორეულ, ტროპიკულ ადგილებში ეძებონ და აღმოაჩინონ უძველესი ცივილიზაციის დანატოვარი.

მათ უკვე განაცხადეს, რომ ბოლოდროინდელი სენსაციური აღმოჩენა დაეხმარებათ, უფრო მეტი შეიტყონ ამაზონის რეგიონსა და მის მოსახლეობაზე. გაიგონ როგორ ცხოვრობდნენ, ურთიერთობდნენ და რა რიტუალებს ასრულებდნენ პირველი ადამიანები. ნახატების მასშტაბური ანალიზი უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g