LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ხელნაკეთ შოკოლადს ბელგიური ტექნოლოგიით ამზადებენ

176
2cd9183f554c5f3ded9d9e1c0a7fdc68

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო საქმიანობას ავითარებს. ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის საწარმოს ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქმიანობის გაფართოების მიზნით, დანადგარების შეძენას მოვახმარეთ. ახალი დანადგარების მეშვეობით, საგრძნობლად გაგვეზარდა წარმოების რაოდენობა და ასორტიმენტი. მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის ნაირსახეობას ვთავაზობთ, მათ შორის: შავი და რძიანი შოკოლადის ბურთულებს; ჟოლოს, კაკაოს, ნიგვზიანი და ქოქოსის ტრუფელის ნაკრებს; სხვადასხვა არომატის შოკოლადის ფილების ასორტიმენტს და სხვა“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, სოფიკო თავაძე.

კომპანია ბაზარზე 1,5 წელია ოპერირებს. საწარმოს ყოველთვიური რეალიზაციის მოცულობა 8,000-ს უტოლდება. „მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ბელგიაში აღნიშნული მიმართულებით შეძენილი პროფესიული ცოდნა და საერთაშორისო შოკოლადის საწარმოში მიღებული გამოცდილება ქართველ მომხმარებელს გავუზიარო; გვსურს, მაღალ ხარისხიანი, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული შოკოლადი კიდევ მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. სამომავლოდ, ვგეგმავთ მეტად გავაფართოოთ წარმოება და შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი“, – განაცხადა სოფიკო თავაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები