LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო გულედანის და ნინი ბუკიას შვილის მძიმე ავარიის ამბავი, რომელსაც უემოციოდ ვერ იხსენებენ

3529
guledaninews

აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას ქალიშვილი, მარიამი, რომელიც „ფორმულაზე“ გადაცემა „ჩათს“ უძღვება, რამდენიმე წლის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა. მარიამი სკოლიდან პროდუქტების საყიდლად წავიდა, გზად მეგობარი შეხვდა და ავტობუსმა გაასწრო. გაჩერებაზე ის მიხვდა, რომ ავტობუსი მალე არ მივიდოდა და ბაბუას სთხოვა დახმარება. რამდენიმე წუთში ბაბუა უკვე იქ იყო, ზებრაზე გადასვლის წინ, სანამ ბაბუამდე მივიდოდა, მარიამმა ყურსასმენები გაიკეთა და გადასასვლელის გადაჭრა დაიწყო… სწორედ ამ დროს მოხდა საშინელი ამბავი, მას მანქანა დაეჯახა. „ამოისუნთქა და ტუჩით მოძრაობა გააკეთა… ამასობაში ხალხი მოვიდა, უამრავი ადამიანი. დახმარება გამიწიეს. ნუ გეშინია, ცოცხალია, ცოცხალიაო, ვღრიალებდი, მიშველეთ-მეთქი, მთელი ხმით, მაკავებდნენ და მეუბნებოდნენ, ნუ გეშინიაო. მოვიდა სასწრაფო…“, აღნიშნავს მარიამის ბაბუა

აჩიკო გულედანი: „მამაჩემი დიდხანს არ იღებდა ყურმილს. მერე ისეთი რაღაცა მითხრა… პირველი, რაც ვიკითხე, ცოცხალი თუა-მეთქი… ვერ გავიგე, რა ხდებოდა… მახსოვს გზა, მივდიოდით და არასდროს მთავრდებოდა“.

ნინი ბუკია:

„აჩიკომ დარეკა და მითხრა, არაფერია საერთოდ, მანქანამ გაკრა და მგონი, ფეხი აქვს მოტეხილიო. აჩიკომ რომ მომაკითხა და მანქანაში ჩავჯექი, მის სახეზე მივხვდი, რომ მხოლოდ ფეხზე არ იყო მარტო საუბარი…“

აჩიკო:

„ეს იყო მრავლობითი მოტეხილობა სახეზე მთელი ძვალი არ იყო დარჩენილი. ფუძის მოტეხილობა ისე ჟღერს, როცა გესმის, მაგრამ გაბზარული იყო, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს… ოდნავ ძვრის დროსაც ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს…“

ნინი:

„იმ დროს ყველაზე დიდი უსუსურობის შეგრძნება გვქონდა, მეც და აჩიკოსაც, რომელიც მარიამისთვის მთებს გადადგამს, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა…“

მარიამმა ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა, თუმცა სრულად გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები