აჩიკო მეფარიძემ წყნეთის სახლი, რომელიც მამამისმა ააგო თავის დროზე, სრულიად გადააკეთა და როგორც „პროფილს“ უთხრა, მისი შთაგონების წყარო ივ სენ ლორანის სახლი გახდა.

მას ძველ ავეჯთან, „რენესანსთან“, რომელიც მოსკოვში შეიძინა ახალგაზრდობისას, თანამედროვე ავეჯი მოუხდინა. ყველა ნივთს, როგორც თავად ამბობს, მისი შიდა სამყარო უკავშირდება. ნაძვის ხე, რომელიც იტალიაში 20 წლის წინ შეიძინა, თეა ლომიძის მიერ მისთვის ნაჩუქარი ორიგინალური დიზაინის ჭარი, ზვიად ცეცხლაძის უზარმაზარი ტილო, რომელსაც დიდი ემოცია მოაქვს…

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ნივთს ღირებულების მიხედვით არ ყიდულობს, მთავარია, მოსწონდეს.

მსგავსი თემები