LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს ტკივილიანი სიკვდილისთვის და საშინელი დღეებისთვის სწირავთ: ანა ნაცვლიშვილი

89
ანა ნაცვლიშვილი

„ადამიანებს ტკივილიანი სიკვდილისთვის და საშინელი დღეებისთვის სწირავთ. რატომ? იმიტომ რომ მუშაობა არ გინდათ,“– ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოში ვაქცინაციის პროცესის ხარვეზებზე ისაუბრა.

ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა და სთხოვა  ვაქცინაციის გეგმის პროცესი პირად კონტროლზე აეყვანა, ვინაიდან მისი თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეები აცრილები არ არიან, მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ.

„პარლამენტში შემოსულია კანონი, რომელიც კიდევ ერთხელ, მეოთხედ პანდემიასთან გასამკლავებლად სრული უფლებამოსილების გადაბარებას მთავრობისთვის ითხოვს. მთავარი რა არის იცით? მთავრობა ამბობს, რომ უფრო სწრაფად იმოქმედებს და ამიტომ ეს უფლება მას უნდა დავუთმოთო.

ეს არის სწრაფი მოქმედება? მოსახლეობის 2%-იც არაა აცრილი. ეს ხომ პარტიული თემა არ არის? ჩვენს და თქვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ, სიკვდილი ემუქრებათ.

კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს – გაასაჯაროოს ყველა ის მიმოწერა, რომელიც ამ დრომდე ვაქცინის მისაღებად ჰქონდა, ეს ინფორმაცია საჯაროა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მას მალავს და ეს კანონდარღვევა.

იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ვაქცინირებული არ არიან, მათ ექმნებათ უამრავი პრობლემა. მოქალაქეები, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებენ, ვერ მიდიან, რადგან არ არიან ვაქცინირებულები. ასევე სტუდენტები, რომელთაც საზაფხულო სამუშაოს მიღება სურთ და ეს მათთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, (მაგალითად გერმანიაში) ვერ მიდიან, რადგან არ არიან ვაქცინირებულები,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

mazda magti 5g