LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატები გეგმავენ, სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ

108
ბასილაია-ბექა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული და ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ბასილაიას თქმით, დაცვის მხარე გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის საქმეთან დაკავშირებით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 32 დღეა, შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს არის დანიშნული. ეს სააკაშვილის შიმშილობის 41-ე დღე იქნება.

magti 5g