საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მზად არიან ნარკოტიკულ საშუალებებზე ტესტის ჩასატარებლად. ამ განცხადების მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას უპასუხა, რომელმაც მისი შესაძლო ნარკომომხმარებლობაზე თაობაზე დღეს გავრცელებულ ღია წერილიში მიანიშნა.
„ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება, მთელი წლების მანძილზე და ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს, რომ ცურავს, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა – დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ.
ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი – დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით.
ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“. მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ რას ილაპარაკებს, მოვისმენთ“, – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.