LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს

191
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ესებუა უკვე მსჯავრდადებულია, პირდაპირ ქუთაისში მდებარე საპატიმროში მოათავსეს.

სხვა დეტალებზე ადვოკატი ჯერ არ საუბრობს.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს

შსს „ფორტუნას“ აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ უდასტურებს. განცხადება სავარაუდოდ, მოგვიანებით გაკეთდება.

ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ესებუას დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები