მათთვის, ვისაც აეროპორტში ძილი უჭირდათ და ამას სკამზე ვერ ახერხებდნენ – სასიამოვნო სიახლეა. სპეციალური სათავსო, სადაც ბარგის შენახვას შეძლებთ, სხვადასხვა მოწყობილობის დამუხტვის საშუალებები და რაც მთავარია, კონფორტული ძილის შესაძლებლობა – ამ ყველაფერს საძილე კაფსულა მოიცავს, რომელიც სტამბოლის ახალ აეროპორტში დააამონტაჟეს.

აეროპორტ „სტამბოლში“ განთავსებული საძილე კაფსულები, სახელწოდებით İGA Sleepod-ი, რამდენიმე დღეში მგზავრებში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მგზავრს 1 საათით İGA Sleepod-ის დაქირავება 9 ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ კაფსულაში ძილის ყველა მსურველი ერთჯერადი თეთრეულის ნაკრებით ისარგებლებს.

როგორც უკვე გითხარით, მგზავრი მოსვენების გარდა, კაფსულაში სხვადასხვა მოწყობილობის დამუხტვას და საკუთარი ნივთების შენახვასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, თურქეთში რესპუბლიკის გამოცხადებიდან 95 წლისთავზე, 2018 წლის 29 ოქტომბერს მსოფლიოში ყველაზე დიდი 200 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი „სტამბოლი“ გაიხსნა. სტამბოლის ახალმა აეროპორტმა ათა თურქის აეროპორტი ჩაანაცვლა.

ახალი აეროპორტი ტექნიკური მონაცემებით მართლაც შთამბეჭდავია:

  • ბიუჯეტი $12 მლრდ

  • 6 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი

  • 42 კმ-იანი საბარგო სისტემა

  • 53 000 კვადრატული მეტრი duty free ზონა

  • 500 თვითმფრინავზე გათვლილი ანგარი

  • 70 000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი

  • ჯამური ფართობი 76 000 000 კვადრატული მეტრი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05