LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს

277
ბიჭვინთა

Apsnypress-ის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები „პარლამენტს“ მოუწოდებენ, აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომიტეტის გაფართოებული სხდომაში ადგილობრივი „სახალხო დამცველი“ და ბიჭვინთის ქალაქის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, ასევე, დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც აცხადებს, აღნიშნული შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს სრულიად შეესაბამება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „პარლამენტში“ დღეს წარმოდგენილი შეთანხმება, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის, ასევე ე.წ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით განიხილა.

აფხაზური მხარის ცნობით, საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა და რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს; ასევე, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების იჯარით გადაცემას.

დე ფაქტო პარლამენტის გაფართოებულ სხდომაზე ასევე ითქვა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 1995 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთს ბიჭვინთაში არსებული სახელმწიფო ობიექტები გადაეცემოდა.

გამოცემის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო კომიტეტის წევრები პარლამენტს რეკომენდაციას უწევენ, აღნიშნული კანონი უახლოეს სხდომაზე მიიღონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g