LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიცერით და დავასრულებთ ერთად ამ დედა აფეთქებულ კოვიდს: კოტე მათითაშვილი

532
57095bc9d701a

პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინითაა შესაძლებელი.

„ვაქცინაცია – პანდემიის დასრულების ცნობილი და გამოცდილი გზაა. Pfizer – დამტკიცებულია. მათ ვისაც შიში აქვს და მათ ვისაც შეგიძლიათ და გესმით რაოდენ დიდია ეს პასუხისმგებლობა, აიცერით და დავასრულებთ ერთად ამ დედა აფეთქებულ კოვიდს და ვიცხოვრებთ თავისუფალ სამყაროში… სამწუხაროდ, დაკარგულ სიცოცხლეებს ვერასოდეს ავანაზღაურებთ… ვიბრძვით სიცოცხლისათვის – ვაქცინა არის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა – მივიდეთ და ავიცრათ”, – წერს კოტე მათითაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები