LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქალების საყურადღებოდ – მეწარმეთა სკოლა მიღებას აცხადებს

121
მეწარმეთა სკოლა

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში, აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
  • უკვე მოქმედ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს.

კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან.

ტრენინგები უფასოა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
  • როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
  • “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნა;
  • ბიზნეს პროექტის წერა;
  • ფინანსური დაგეგმარება.

„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს:

➢ 1-ლი დონე შედგება 4 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.

➢ მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნესიდეების გარდაქმნას ბიზნესპროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს  და შეისწავლიან  პრეზენტაციის უნარებს.

➢ მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნესგეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“  საინვესტიციო კომისიასთან.

➢საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“ დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია  კაპიტალად  კონვერტირდეს.

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა. მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 591 15 15 90 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“

პროგრამის შესახებ:  

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”.

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ’’, რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში მიიღო 4,450 განაცხადი. 1,375-მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი, ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 381-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 78-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან.’’

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები