“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5-ვე შემთხვევა უცხოეთიდან შემოტანილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
“დღეს 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 8-ით გაიზარდა. ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. სამი მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 2 ინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან არის შემოსული, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთიდან შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო დანარჩენ ახალ პაციენტებში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
რაც შეეხება ვირუსის მოსალოდნელ მეორე ტალღას, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოსთვის დამღუპველი არ იქნება.