LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კომპანია თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს

94

7 ივლისიდან „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს.

მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება  კი 90 ლარს შეადგენს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით:

 

#

 

მიმართულება

ორშაბათი სამშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
 

 

1

 

თბილისი – ბათუმი

10:00 10:00 10:00 10:00 10:00 10:00
 

ბათუმი-თბილისი

12:00 12:00 12:00 12:00 12:00 12:00
 

 

2

 

თბილისი – ბათუმი

14:00 14:00
 

ბათუმი-თბილისი

16:00 16:00
 

 

3

 

თბილისი – ბათუმი

18:00 18:00 18:00 18:00 18:00
 

ბათუმი-თბილისი

20:00 20:00 20:00 20:00 20:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „სერვისეარი,“
რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.

შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები