LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საახალწლო ვიდეორგოლი Coca-Cola-სგან თეთრი დათვების მონაწილეობით: „საახალწლო სამზადისი ერთად უკეთესია“ (ვიდეო)

233
79137275-2593483614038263-4800239480768299008-o

დეკემბრის დადგომასთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საახალწლო სამზადისი დაიწყო. ბუნებრივია, ამ სამზადისში ჩართულები არიან ცნობილი კომპანიებიც. „კოკა-კოლა“, რომელიც თავისი საშობაო-საახალწლო საიმიჯო ვიდეორგოლებით მუდამ გამოირჩევა, წელსაც აქტიურია.

ამჯერად, „კოკა-კოლას“ ქართული წარმომადგენლობის Coca-Cola Bottlers Georgia-ს ოფიციალური ფეისბუქგვერდი საახალწლო ანიმაციურ ვიდეორგოლს აქვეყნებს.  „საახალწლო სამზადისი ერთად უკეთესია, რადგან თუ რამე არ გამოგდის, მუდამ იპოვი დახმარებას“, – ეს არის სლოგანი იმ ვიდეორგოლის, რომელსაც „კოკა-კოლა“ ავრცელებს.

მცირე ქრონომეტრაჟის რგოლი საკმაოდ ემოციურია და სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა- ვიდეოში უსაყვარლესი თეთრი დათვების საახალწლო სამზადისია აღწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები