LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომის ბიუჯეტი” ქვეყანას შესაძლოა, ცალკეულად არ ჰქონდეს, თუმცა სამშობლოს დასაცავად მეტი უნდა კეთდებოდეს – თემურ ჭყონია

60
თემურ ჭყონია (1)

„ომის ბიუჯეტი” ქვეყანას შესაძლოა, ცალკეულად არ ჰქონდეს, თუმცა სამშობლოს დასაცავად იმაზე მეტი უნდა კეთდებოდეს, ვიდრე ეს დღეს ხდება,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

პრობლემების ჩამონათვალში, ჭყონია პირველ რიგში მცოცავ ოკუპაციას ასახელებს. ბიზნესმენი იმ რისკებსა და საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დღეს განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ხალხს აქვს და ამბობს, რომ მთავრობამ საკუთარი მიწების და ხალხის დასაცავად ბევრად მეტი უნდა გააკეთოს.

ადამიანი როდესაც მუშაობს კომპანიაში, ზედმეტად ღირსეულად უნდა გრძნობდეს თავს ხელფასით - თემურ ჭყონია

ჩვენთან მენტალური პრობლემაა, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ხელშეწყობა ხელფასებით და გარემო პირობებით ნიჭიერი ადამიანებისთვის - ჭყონია.

“ომის ბიუჯეტი” ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, მაგაში გარკვეული არა ვარ, მაგრამ იმის ბიუჯეტი მაინც უნდა გვქონდეს, რომ მავთულხლართი რომ გადმოდის სისტემატურად, ვიღაცამ მაინც უნდა ჰკითხოს, მეგობრებო, ეს მავთულხლართი რომ გადმოგაქვს, რაღაცა საბუთი მანახე. ვიღაცამ უნდა შეეკითხოს, სულ ასე უპატრონოდ მიტოვება, როცა ადამიანს შეუძლია, მავთულხლართი ჩაარჭოს და გადმოიტანოს, არ შეიძლება. დღეს მაგალითად რეკლამა რომ გააკეთო იგივე ადგილზე, შეიძლება ვიღაცა დააჯარიმონ ჩვენს ტერიტორიაზე. შეიძლება ბიუჯეტი არ არსებობდეს, მაგრამ სამშობლოს თავდაცვის გრძნობა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აწეული”, – აღნიშნა ჭყონიამ BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: BMG

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები