LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახდენილი სასწაული: 47 წლის კამერონ დიასი დედა გახდა

1187
0-MAIN-BREAKING-Cameron-Diaz-baby

დიდი ხნის ნანატრი ოცნება და ახდენილი სასწაული – 47 წლის მსახიობს, კამერონ დიასს პირველი შვილი გაუჩნდა.  როგორც გამოცემა mirror-ი წერს, მსახიობმა ამის შესახებ თავის “ინსტაგრამ” გვერდზე დაწერა. გოგონას რედიქს მედდენი ჰქვია.

მსახიობი თვლის, რომ მისი პატარა უნდა დაიცვას და ამ მოტივით, ფოტოს გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

“თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. ეს ათწლეული შვილის გაჩენით დავიწყეთ. მან ჩვენი გულები დაიპყრო.ვთვლით, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი პატარა და არ ვაპირებთ ფოტოს გამოქვეყნებას.” – დაწერა კამერონ დიასმა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი ზედმეტი დაინტერესებისგან, იქამდე სანამ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა.

https://www.instagram.com/p/B63glM7BQAw/?utm_source=ig_embed

ცნობისთვის, კამერონ დიასი და მუსიკოსი ბენჯი მედენი ხუთი წელია რაც დაქორწინდნენ. მედია აქტიურად წერდა, რომ ოჯახის გამო კამერონ დიასმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები