LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან, დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა: დევიდ კრამერი

153
kramebi

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საქართველოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე.

„რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. “ნაციონალური მოძრაობის” შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება, კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან”, – განუცხადა დევიდ კრამერმა “ინტერპრესნიუსს”.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები