LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლოვდება ჩემი უბედურების დღე – ბუტა რობაქიძის დედა

749
12iakometreveli

23 ნოემბრის ღამეს ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.

ახლოვდება ჩემი უბედურების დღე. ჩემი ბუტიკო როგორ წამართვეს ამ სისხლის მსმელებმა. მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. რამდენი დედა გააშავეს, რამდენი ახალგაზრდა, უდანაშაულოდ მიწაში ჩააწვინეს და კიდევ რომ დაბრუნება სწადიათ ხელისუფლებაში. ვერ ეღირსებით შეგაკვდებით და ვერ დაბრუნდებით!

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინებათ

ოქრუაშვილმა, შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.

ბუტა რობაქიძე 2004  წლის 23 ნოემბერს მოკლეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რასაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების და საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები