LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია მეტრეველი: “სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს…”

398
BeFunky-collage

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპროტესტო აქცია მოწოდებით ჯალათი ციხეში“ დასრულდა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია და მათ აღარასოდეს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია – სააკაშვილის პატიება დაუშვებელია!: ია მეტრეველი

მან სიტყვით გამოსვლისას მეუფეებსა და ექსპრეზიდენტის დედას მიმართა.

“მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შერიგებას ვითომ შერიგების მიზნით, რა შერიგებაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გააჩნია, პირიქით, ერთ სული აქვს რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ რომ… ალბათ, ჩემზე ფიქრობს, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი და როგორ არ მივაკალი როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ბევრი ჰყავს გარეთ და ალბათ, ეს გეგმაც აქვთ. მეტს ვერაფერს მიზამთ, რომც მომკლათ, ვერაფერს მიზამთ, მე ისედაც მკვდარი ვარ და ჩემ შვილთან წავალ.

სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ, შენი გაჩენილი და გაზრდილია, რას იზამ, რას ეტყვი უფალს”, – განაცხადა ია მეტრეველმა.

გიული ალასანია: “რა ჩაიდინა ისეთი, რომ უნდა იჯდეს, ხომ უნდა გაირკვეს ბოლოს და ბოლოს… მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები