LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას…“ – ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

508
nik bas adv

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

ადვოკატების განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველების განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

„გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ახორციელებდა არაერთ ფიზიკურ ძალადობას.

ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის გამოც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობას ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა“, – წერია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს. სასამართლომ 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები