მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერმა აკია ბარბაქაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით დამარცხება წარმოუდგენელია.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდება, რომ ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ გაძლიერებულ მტერთან და დავიწყებთ გაერთიანებას, ეს იქნება კარგი და დააჩქარებს პროცესს.

თუ ცალ-ცალკე დაიწყებს ყველა მოქმედებას და კიდე ერთმანეთს დავასუსტებთ, მაშინ ეს ხელისუფლება კიდევ დიდხანს იქნება.

თუ კიდე ვინმე არის ილუზიით ამ ქვეყანაში, რომ მათ არჩევნებით გავისტუმრებთ, ამომრჩევლის თემა იქნება და ამომრჩეველთან თავის მოწონება, ესეც ტყუილია, იმიტომ, რომ ამ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამეა ხელისუფლებისგან გამოსაგლეჯი, რადგან პოლიტიკური სივრციდან არის ბოლომდე გასული და არ აპირებს, როგორც აფხაზეთში ჩაატარა არჩევნები, რუსულად, ეგეთ არჩევნებს ჩაგიტარებს და საერთოდ არ წავა ხელისუფლებიდან.“ – განაცხადა აკია ბარბაქაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები