LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ მე ახლა შეურაცხყოფას მაყენებთ… დავხუჭოთ თვალები, პეპლებით და ყვავილებით ვიმუშაოთ, ეს გინდათ?“ – ცხარე კამათი ინგა გრიგოლიასა და აკია ბარბაქაძეს შორის

352
აკია და ინგა

გუშინდელი გადაცემა „რეაქცია“ ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა, რაზედაც ერთ-ერთმა სტუმარმა აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიით, როდესაც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოდის, მტერს ახარებენ.

„პოლიტიკურ მოცემულობაზე ვლაპარაკობდით და არაფერი ახალი პოლიტიკური მოცემულობა არ გვაქვს. ქვეყანაში ზის რუსული ხელისუფლება და მიტაცებული აქვს ხელისუფლება. წერტილი. გასაგებია, რომ ემოციები გამოყოლილია და ეს ემოციები თუ არ დაცხრება, ვერანაირ სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ემოციები უნდა დაცხრეს, რადგან ამით მტერი არ სუსტდება. მტერი ძლიერდება.

24 თებერვლიდან დღემდე “იმედს” ასეთი წარმატებული ეთერი არ ჰქონია, რაც ამ ეთერში მოხდა დღეს“. – თქვა ბარბაქაძემ, რის შემდეგაც ინგა გრიგოლიამ სტუმარს აღნიშნული განცხადების დაკონკრეტება სთხოვა.

„რას გულისხმობთ“? – ჰკითხა მან აკია ბარბაქაძეს.

აკია ბარბაქაძე:

საარჩევნო დაპირისპირება, რაც ამ ეთერში გადმოვიდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს.

ინგა გრიგოლია:

რას ჰქვია, გადმოვიდა, გადაცემა რისთვის არსებობს, რეალობა უნდა ასახოს

აკია ბარბაქაძე:

ეს არაა რეალობა

ინგა გრიგოლია:

თქვენ მე ახლა შეურაცხყოფას მაყენებთ. პირდაპირ გეტყვით, ჩემი დამოკიდებულება ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ და პროპაგანდის მიმართ რომელიც იქიდან მოდის, არის ცნობილი და თქვენ მე მეუბნებით, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რასაც სახელისუფლებო არხი ემსახურება? თქვენ ამბობთ, რომ უნდა უნდა დავმალოთ რეალობა? თქვენ ამბობთ, რომ ერთი პარტია მეორეს თუ არ ეთანხმება, უნდა დავმალოთ? ესაა თქვენი თავისუფალი სიტყვა?

აკია ბარბაქაძე:

არა.

ინგა გრიგოლია:

აბა, რას მეუბნებით?

აკია ბარბაქაძე:

თქვენ არ მაცდით ლაპარაკს.

ინგა გრიგოლია:

მაშინ დავხუჭოთ თვალები და ყურები და პეპლებით და ყვავილებით ვიმუშაოთ. ეს გინდათ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები