LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია: „აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? – მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა“

154
ფორტუნა - 2023-07-20T115524.725

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.

პრემიერი: „საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს სახელმწიფოს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი.. ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც“

როგორც მან კლინიკა „ვივა მედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი.

„ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან ჩნდება რაღაც სიბინძურე, რომ გადაფარონ“ – გიული ალასანია

„მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის ციხეში, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან“

„ვინ არიან სხვა ექიმები? ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა.

აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: „ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა – ბოლო მონაცემებით მისი წონა 63 კილოგრამია“

ნინო ნადირაძე: შალვა ხაჭაპურიძეს დაერიცხა თუ არა ფული, უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო

მისი აზრით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდენტი პენიტენციურმა სამსახურმა მოაწყო.

„აბა ვინ, მე მოვაწყვე? პენიტენციურ სისტემას ყოველთვის ეძლევა მითითება და ისინი იმას ასრულებენ, რასაც მიუთითებენ“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

პოლონეთის საელჩო „ვივა მედში“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g