LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: მგონია, რომ გარემოს შეცვლა და გაყვანა დადებითად იმოქმედებს… კმაყოფილი ვარ ექიმებით

151
გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მისი შვილის მონახულებამდე განაცხადა, „სააკაშვილი საჭმელს ფიზიკურად ვერ ჭამს. საკმარისია მან ერთი ლუკმა ჩაიდოს, იმ წუთში ამოდის უკან“.

2 საათია ველოდი სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა ძალიან ბანალური მიზეზით – რას ამბობს ადვოკატი

გიული ალასანია ფიქრობს, რომ შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა დაკავშირებული იყოს ფსიქოლოგიურ სირთულესთან.

„მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა. მას ბევრი დიაგნოზი აქვს და შესაბამისად ბევრი გამოკვლევა არის საჭირო”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

“ნუ აწამებთ საქართველოს პრეზიდენტს!” – სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია კლინიკა „ვივამედთან“