LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ აწამებთ საქართველოს პრეზიდენტს!” – სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია კლინიკა „ვივამედთან“

89
281360269_376863114235997_7886031210456092847_n

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია კლინიკა „ვივამედთან“ – აქციის მონაწილეები სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ სხვადასხვა სახის პლაკატები წარწერით – “ნუ აწამებთ საქართველოს პრეზიდენტს”, “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, “გადაიყვანეთ პოლონეთში”.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის 1 კვირის შემდეგ, მისი მხარდამჭერებისთვის უცნობია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა და ვერ გადარჩენა იქნება კატასტროფული…

სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ პოლონეთში, რომ რეაბილიტაცია და სწორი მკურნალობა ჩაუტარდეს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილს საჭმლის მიუღებლობა აქვს და კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ საკვები არ მიუღია. მათივე თქმით, სააკაშვილს წონაში კლება და სისუსტე აღენიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g