მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დედა აცხადებს, რომ სააკაშვილი სოლიდარობის აქციებში მონაწილე ადამიანების მადლობელია.
გიული ალასანიამ ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედთან“ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა:
„პრაქტიკულად, ვერ გადაადგილდება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სულ წევს, როცა თავს წამოსწევს, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, თუ არ დაეყრდნო. ძირითადი თემა იყო (საუბრის) დღევანდელი დღე და სრულიად გაოგნებული იყო იმით, რაც დღეს ხდება, მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში, დაწყებული ავსტრალიიდან, არ ვიცი, რამდენი ქალაქი მონაწილეობს..
ძალიან მადლობელია, იმიტომ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გმირობას უდრის იმ ადამიანებისგან, რადგან ისინი მუშაობენ, ზოგიერთი ლუკმა-პურის საშოვნელად არის წასულია და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ.
ძირითადად ემიგრანტები, ყველა ემიგრანტი მუშაობს და ეს მათთვის განსაკუთრებით ძნელია, რომ დაეთხოვონ, წამოვიდნენ. თანაც ეს რომ წინასწარ ორგანიზებული ყოფილიყო და ვინმეს ეხელმძღვანელა – ასე არ ყოფილა, სპონტანურად, ყველაფრის მიუხედავად მაინც მოხდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.