„ლივერპულის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
“ღმერთო, მადლობა რომ გვაჩუქე ხვიჩა კვარაცხელია!!! მადლობა რომ ეს ფენომენი გვაჩუქე ქართველებს!!!, – წერს ელისაშვილი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ლივერპულთან“ „ნაპოლიმ“ შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო 4:1. პირველ ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი გააკეთა, რის შემდეგაც ანგარიში 3-0 გახდა.