LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო მალხაზიშვილი: „ვანოს შოუს“ ვინარჩუნებთ და მას სხვა წაიყვანს…“

8710
the-vanos-show-aleko

ალეკო მალხაზიშვილი „რუსთავი 2“-ზე კომედი შოუს გუნდის დიდ ნაწილთან ერთად რჩება და აგრძელებს იმ გადაცემების კეთებას, რომელთა ხილვასაც მიჩვეულია მაყურებელი ამ ტელეკომპანიის ეთერში, მათ შორისაა „გვიანი შოუ“, „გააცინე და მოიგე“, „ფარული კონვერტი“, „გააცინე და მოიგე“.

როგორც ალეკო მალხაზიშვილი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში აღნიშნავს, ნიკა გვარამიას და სხვა არხიდანაც ჰქონდათ შეთავაზება, მაგრამ მათი გუნდის 50 ადამიანიდან მხოლოდ 13 წავიდა, დანარჩენები კი დარჩნენ:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და არ ვაპირებთ პოლიტიკის შეცვლას. ხელმძღვანელობისგან რაიმე სახის ზეწოლა თუ იქნება, მერე ჩვენც ავდგებით და წავალთ. დღევანდელი სიტუაცია ასეთია – იმავენაირად აგრძელებენ მუშაობას, „რუსთავი 2“-ზე რჩება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ჩვენი გუნდი აკეთებდა.

რაც შეეხება ვანოს შოუს“, ამ ფორმატსაც ვინარჩუნებთ, უბრალოდ, სხვა წამყვანი იქნება. ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა, ვინ იქნება გადაცემის წამყვანი. მოკლედ, ახალ სეზონს ახალი გამარჯვებებით ვიწყებთ“.

როგორც ალეკო მალხაზიშვილი ამბობს, ხელისუფლების კრიტიკა მათი მხრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება.

იუმორისტი არ საუბრობს შიდა ამბებზე, რა მიზეზით გადაწყვიტა გუნდის დიდმა ნაწილმა „რუსთავი 2“-ზე დარჩენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები