LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სასწაული რაღაც მოჰყვა“ – გიორგი მარგველაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობასთან დაკავშირებით სახალისო ისტორიას ჰყვება

612
გაგაგაგგგგ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ვანოს შოუს“ სტუმრობდა, სადაც სახალისო ამბავი მოჰყვა.

მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიასთან რესპონდენტის ამპლუაში სტუმრობა დაახასიათა, რამაც საზოგადოება გაახალისა.

„თქვენ როგორ გექცევათ ინგა,“ – ჰკითხა ვანო ჯავახიშვილმა მარგველაშვილს, რაზედაც მეოთხე პრეზიდენტმა უპასუხა:

„ინგასგან პოლიტიკოსები განგრეულები გამოჰყავთ, ამას ხომ ვუყურებ და მე უნდა შევიდე მერე…იქიდან ისმის მჭექარე ხმა, მარგველაშვილი შემოიყვანეთ…

ვანო, ინგა არც ერთხელ ცუდად არ მომქცევია, მაგრამ რომ გამოვდივარ გადაცემიდან, ვამბობ, რომ გადავრჩი ამჯერადაც,“ – აღნიშნა მარგველაშვილმა.

„აჰაჰაჰ, ისე ვიცინე, სასწაული რაღაც მოჰყვა“ – ასეთი შეფასება გაუკეთა ინგა გრიგოლიამ გიორგი მარგველაშვილის მონათხრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები