აგვისტოს ბოლოს ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, მირეი დარკი გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მსახიობის ჯანმრთელობაზე საკმაოდ ცუდი გავლენა იქონია. მსახიობის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 19 სექტემბერს, დელონი საავადმყოფოში მოხვდა. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

ცოტა ხნის წინ, პირველი კომენტარი გააკეთა ფრანგი ვარსკვლავის 27 წლის ქალიშვილმა: „მამამ თეძოს არტერიის ოპერაცია გაიკეთა. ბოლო 2-3 წელი მას სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა. რა თქმა უნდა, მან მძიმედ გადაიტანა მირეის გარდაცვალება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ფაქტს მამაჩემის ჯანმრთელობასთან არაფერი აქვს საერთო“, – განაცხადა ანა დელონმა.

ალენ დელონი და მირეი დარკი ერთად 15 წლის განმავლობაში იყვნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ისინი არამარტო მეუღლეები, არამედ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. წყვილს საერთო შვილები არ ჰყოლია.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები